—

ირაკლი კობახიძე - ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა, პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია

15
ირაკლი კობახიძე - ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა, პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია
მოსასმენად დააჭირეთ

ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით იწვევდნენ თანაგრძნობას. ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცხრა ათასი პატიმრის…

ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით იწვევდნენ თანაგრძნობას. ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცხრა ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.

„ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.

(პირველი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →