—

აღიაროს ყველა დანაშაული და ამნისტიით გავათავისუფლებთ - ,,ოცნება\" სააკაშვილს გარიგებას სთავაზობს

46
აღიაროს ყველა დანაშაული და ამნისტიით გავათავისუფლებთ - ,,ოცნება\" სააკაშვილს გარიგებას სთავაზობს
მოსასმენად დააჭირეთ

,,ქართული ოცნების" ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლება პატიმარ პრეზიდენტს გარიგებას სთავაზობს - აღიაროს ყველა დანაშაული და მას ამნისტიით გაათავისუფლებენ. თუმცა ულტიმატუმის პირობები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ…

,,ქართული ოცნების" ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლება პატიმარ პრეზიდენტს გარიგებას სთავაზობს - აღიაროს ყველა დანაშაული და მას ამნისტიით გაათავისუფლებენ. თუმცა ულტიმატუმის პირობები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს ეხება. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ის დანაშაულებიც, რომლებზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრაქტიკულად გარანტია მიიღო მოქმედი პრეზიდენტისგან, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული პოზიციით  ,,ქართული ოცნება" კმაყოფილია. სააკაშვილის ადვოკატები  კი პრეზიდენტს ტყუილში ამხელენ.

ზურაბიშვილის არგუმენტები, რის გამოც ის მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს ამბობს, სიცრუეა - აცხადებენ იურისტები.

ადვოკატები განმარტავენ, რომ შეწყალების აქტის გამოცემის შემთხვევაში მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, რადგან მიმდინარე საქმეებზე მას  პატიმრობა შეფარდებული არა აქვს.

Tv pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →