—

ლევან ხაბეიშვილი - მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველგან დახვდებათ პროტესტი და ბევრი სიურპრიზი

16
ლევან ხაბეიშვილი - მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველგან დახვდებათ პროტესტი და ბევრი სიურპრიზი
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპროტესტო ტალღა ყველა რაიონს, ყველა ქალაქს მოიცავს და დედაქალაქში მოიყრის თავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპროტესტო ტალღა ყველა რაიონს, ყველა ქალაქს მოიცავს და დედაქალაქში მოიყრის თავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე და მისი სიცოცხლე უდრის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი. საზოგადოებას მივმართავ, ყველამ თქვენი ბრაზი გამოხატეთ ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ. მოგმართავთ ახალგაზრდებს, ვისაც რუსეთში ცხოვრება არ გინდათ, ვისაც გინდათ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი. ეს არის თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალთან. ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირები პროტესტს მუდმივად დაინახავენ.

„ცხადია, სახალხო პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში. მივმართავ საზოგადოებას, ხვალ გაიმართება აქცია ზესტაფონში, 13:00 საათზე, ასევე მარნეულში, ხელვაჩაურში, სიღნაღში, ბორჯომში, გამოხატეთ თქვენი პროტესტი ადგილებზე და პირობას გაძლევთ, რომ საბოლოოდ, სახალხო პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. ამის პარალელურად, მაღალი თანამდებობის პირებმა, მთავრობის წევრებმაც და არაწევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყველგან, სადაც იქნებიან, დახვდებათ პროტესტი, ექნებათ ძალიან ბევრი სიურპრიზი. უკან-უკან იხედეთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სუნთქვას ზურგში იგრძნობთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

İpn ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →