—

არ შეიძლება ადამიანი წამებით მოვკლათ, ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს - მარგველაშვილი

12
არ შეიძლება ადამიანი წამებით მოვკლათ, ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს - მარგველაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება, ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია, ნებისმიერ ადამიანზეა აქ საუბარი, ნებისმიერ დამნაშავეზე ან უდანაშაულოზე. და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი ორჯერ ავაფეთქეთ უბრალოდ გადარჩა და მესამე პრეზიდენტს წამებით ვკლავთ და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, ეს არის ამ მიმართვის შინაარსი", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შექმნა, რომელსაც ქართული საზოგადოების გარდა, ხელს აწერენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →