—

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

14
საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს - აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს - აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი შეეცდებიან კოორდინაციას და საერთო სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სამოქმედო გეგმა არ იქნება, „იტოვებენ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ის გააკეთონ“.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებში მათ მონაწილეობას, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის ევროპული მომავლის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი დადგება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →