—

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხსნება

17
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხსნება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ…

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

საგაზაფხულო სესიის მთავარ საკითხებს 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონის პროექტების განხილვა და მიღება წარმოადგენს. მათ შორის არის "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები და "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი.

გარდა ამისა, პარლამენტის დღის წესრიგში დგას ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა.

“მინდა, ყველას წარმატებული სესია გისურვოთ. მნიშვნელოვანი წელია ჩვენთვის ევროინტეგრაციის კუთხით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი სესია იქნება როგორც ამ მხრივ, ასევე კანონმდებლობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს გუშინდელ ბიუროს სხდომაზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →