—

ევროპის საბჭო ადვოკატთა ასოციაციას მხარდაჭერას უწევს, რათა სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის იურიდიული მომსახურება უზრუნველყოს

89
ევროპის საბჭო ადვოკატთა ასოციაციას მხარდაჭერას უწევს, რათა სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის იურიდიული მომსახურება უზრუნველყოს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭომ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წამოიწყეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის პრო-ბონო იურიდიული მომსახურების მიწოდებას, კონსულტაციისა და სასამართლოსა და…

ევროპის საბჭომ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წამოიწყეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის პრო-ბონო იურიდიული მომსახურების მიწოდებას, კონსულტაციისა და სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის დაფარვას. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, ამ მიზნით, რუსთავიდან, თბილისიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ქობულეთიდან ღია კონკურსით შეირჩა 11 იურისტი. ამასთან, პროექტის ბენეფიციარები არიან მარტოხელა მშობლები, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა სოციალური აგენტის მიერ იდენტიფიცირებულნი არიან სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფ პირებად.

"COVID-19 პანდემიამ საქართველოში მრავალი ადამიანი და ოჯახი დატოვა უმძიმეს ფინანსურ პირობებში. სხვა სირთულეებს შორის, მოწყვლად ჯგუფებს არ აქვთ სამართლებრივი წარმომადგენლობის გადახდის სახსრები, რადგან ბევრ მათგანს ემუქრება შემოსავლის წყაროს შემცირება ან დაკარგვა, მაგრამ მით უფრო საჭიროებენ კონსულტაციას და წარმომადგენლობას შრომითი უფლებების შესახებ დავებზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ერთი ფუნდამენტური უფლება - სამართლიანობა და ეფექტური წარმომადგენლობა - შესაძლოა გართულდეს მათთვის, ვინც ყველაზე მოწყვლადია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწერილი პრო ბონო იურიდიული მომსახურება დაფარავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ჩაბარება/გაგზავნა შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის ოფისში მატერიალური ფორმით (მისამართზე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა N8) ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]. პროექტს აქვს ცხელ ხაზიც: 599 19 33 44.

პრო-ბონო მომსახურების ინიციატივა გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში - 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

„COVID-19–ით დაზარალებული მოწყვლადი პირებისთვის პრო ბონო მომსახურების მხარდაჭერა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ნორვეგიის, ევროკავშირის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, HRTF, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის და ლატვიის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →