—

მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ - მიხეილ სააკაშვილი

12
მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ - მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენიტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ მედიაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მას პუტინის ბრძანებით კლავენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენიტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ მედიაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მას პუტინის ბრძანებით კლავენ.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს პუტინს პირდაპირ და დამალვის გარეშე ასიამოვნოს. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ყველას ვინც სასამართლოსთან, აქციებზე და საავადმყოფოში მის მხარდასაჭერად მიდიოდა. 

ის წერს, რომ ახლა გაბრაზების დროა და არა გულის გატეხვის.

"როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას.მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. მხარეები სხდომაზე დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →