—

შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხება

10
შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხება
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ამის შეახებ პაპუაშვილმა…

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ამის შეახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან გაწეულ სამუშაოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ, ამ დღეებში, კითხვარიდან გამომდინარე ევროკომისიის შეფასება ვიხილეთ. მე მგონი, საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. სხვათა შორის, ჩვენ ეს შეფასებები შევადარეთ ასევე სხვა კანდიდატ ქვეყნებს. მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო, საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენი მონაცემებით. ამიტომ, საქართველო ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატობას.

შარშან, 24 ივნისიდან მოყოლებული ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიმართ უსამართლობაა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი ამ მხრივ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის მიღებას შეეხება“- აცხადებს პაპუაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →