—

ნიკოლოზ სააკაშვილი- „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ

10
ნიკოლოზ სააკაშვილი- „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართავს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღოს და ქვეყნის ინტერესები…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართავს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღოს და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან თავად უთხრა, რომ „ძალიან ნაწყენია“.

„მინდა მივმართო, იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს, არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინდა, მე ეს არ მინდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება იმისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ ხალხო. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის ჩანიშნული. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →