—

"რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დრო არ არის" - აშშ საქართველოს სანქციების შესახებ აფრთხილებს

63
"რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დრო არ არის" - აშშ საქართველოს სანქციების შესახებ აფრთხილებს
მოსასმენად დააჭირეთ

შეერთებული შტატები საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსეთ-საქართელოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ვაშინგტონის უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ ფრენების აღდგენის შემთხვევაში შეზღუდვების დაწესება ქვეყნისთვის გარდაუვალი იქნება, რადგან ქვეყანაში შემოვა იმ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, რომლებისთვისაც ცივილიზებულ სამყაროს ცა დაკეტილია და ამ ხომალდების მომსახურეობაზე ბევრი ქვეყანა უარს ამბობს. 

"დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის," - აფრთხილებს ვაშინგტონი "ქართულ ოცნებას".

ამერიკის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე რუსეთთასნ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმაც. 

მოსალოდნელი მძიმე შედეგების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება კრემლის ნებისმიერ წინადადებას თანახმდება. არგუმენტი კი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა, რომელთაც რუსეთში მოგზაურობა გაუმარტივდებათ.

Tv pirveli 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →