—

ირაკლი კობახიძე - როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს

65
ირაკლი კობახიძე - როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს
მოსასმენად დააჭირეთ

როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - გამაოგნებელია, საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის…

როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - გამაოგნებელია, საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის პერიოდში გაცხადებულ თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა, ახლა კი დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე და არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე გადავიდა.

„ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება, ამის იქით ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ანუ ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე. მაშინ გამოაცხადა შიმშილობა და იყო შერჩევით კვებაზე, ახლა აღარ აქვს გამოცხადებული შიმშილობა და მაინც არის შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”, - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →