—

გიგა ბოკერია - ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, აგრესიის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

11
გიგა ბოკერია - ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, აგრესიის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება
მოსასმენად დააჭირეთ

ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, აგრესიისა და მსხვერპლის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება , - ამის შესახებ პარტიის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება „იმ გულწრფელი პოზიციის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენს მტერს აქვს“.

„რუსეთის ინტერესია საქართველოს დასავლეთისაგან იზოლირება და დაუცველად დატოვება, რადგან აგრესია მათგან მოდის. უკვე ოკუპირებულები ვართ, მუდმივი საფრთხეა, რაც, უდიდესი ალბათობით, კიდევ გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ახარებთ მათ თავდასხმის წინ საქართველოს დაუცველობა, ამაზეა საუბარი.

ამ ამბავში ვხედავთ, რომ საქართველო მსხვერპლია. ხელისუფლების რეჟიმს ახლა დროებითი ხეირი აქვს, რადგან საზოგადოების ნაწილს ატყუებს, თითქოს ომი თავიდან ავირიდეთ, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა.

ეს განცხადებები იმის დასტურია, რომ აგრესიისა და მსხვერპლის საფრთხე იზრდება ყოველდღიურად მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი ამ ხელისუფლებაშია“ , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →