—

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის დაკითხვას ითხოვს

12
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის დაკითხვას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოში მოწმის სახით, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკითხვას მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის მინისტრის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნა უკავშირდება რატი ბრეგაძის გუშინდელ განცხადებებს.

ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრმა გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა.

“ვხსნით ყველა მოწმეს. დავკითხავთ მხოლოდ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას. უცნაური განცხადებები გააკეთა: ადვოკატები აძალებენო და საზღვარი აქვს ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია. აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ, მას აქვს რაღაც ინფორმაცია და მოვიდეს სასამართლოს მოახსენოს ამის შესახებ, მოწმეა ჩვეულებრივი.

მოქმედი კანონმდებლობით, პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება.

რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →