—

ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს

13
ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს - დამიჯერეთ, მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია არ არის! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის…

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს - დამიჯერეთ, მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია არ არის! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის გაწევისა და ამ მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე პარტნიორების რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევს.

“დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებასთან“ არსებობს კომუნიკაცია, რომელიც საჯარო არ არის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და მისი რეაბილიტაცია საქართველოში ვერ ხორციელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგრესირებს და ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. დარწმუნებულ ვარ, ივანიშვილს ამის გათვალისწინება მოუწევს.

სააკაშვილის სიცოცხლის საბოლოო ნიშნულამდე მიყვანა ქვეყნისთვის ძალიან დამღუპველია. ჩვენი პარტნიორები ამაზე ძალიან წუხან. საქართველოს მომავალზე ძალიან მძიმე ზეგავლენა ექნება იმას, რომ იმ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ევროატლანტიკური კურსი აქვს გაცხადებული, პატიმრობაში დაიღუპოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →