—

რას ვერ პატიობს კრემლი მესამე პრეზიდენტს?

38
რას ვერ პატიობს კრემლი მესამე პრეზიდენტს?
მოსასმენად დააჭირეთ

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ რუსეთის პირველმა დიპლომატმა პირველად თქვა რას არ პატიობს კრემლი მიხეილ სააკაშვილს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთმა სამხედრო ბაზები იმ პირობით გაიყვანა საქართველოდან თავის დროზე, რომ ქვეყანაში…

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ რუსეთის პირველმა დიპლომატმა პირველად თქვა რას არ პატიობს კრემლი მიხეილ სააკაშვილს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთმა სამხედრო ბაზები იმ პირობით გაიყვანა საქართველოდან თავის დროზე, რომ ქვეყანაში ანტიტერორისტული ცენტრი უნდა გახსნილიყო და საქართველოში მუდმივი ბაზა უნდა მოეწყოთ 1000-მდე რუსი სამხედროსთვის. 

ლავროვი ამბობს, რომ კარგად იცნობს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ზურაბიშვილს, აქებს ქართულ ოცნებას და აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ რუსებს ვაზიანისა და ახალქალაქის ბაზები დააცლევინა. 

ლავროვი ამტკიცებს, რომ  დასავლეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, და ახლა ამ ომში საქართველოს ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს.

"დასავლეთი საქართველოსგანაც ცდილობდა და ცდილობს, რომ შექმნას ანტირუსეთი, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ჩემთვის კარგად ნაცნობი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2004-05 წლებში და საქართველოსთან ორი დარჩენილი რუსული ბაზის გაყვანის შეთანხმებას მოაწერა ხელი. მაშინ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, მაგრამ ჩვენ რომ ყველა ვალდებულება შევასრულეთ, მერე მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ამ ცენტრის შექმნაზე და ფაქტობრივად მოგვატყუა. ახლა კი საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, რომელიც მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზებს, არის ასევე მთავრობა, რომელიც არ ეგება დასავლეთის მცდელობებზე, რომ შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მეორე ფრონტი გახსნას და ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.

მათ აქვთ ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი, ასევე ენერგომატარებლები, რომლებსაც აქედან იღებენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ რეგიონში იყოს კონსტრუქციული პოლიტიკა და არ დაბრუნდეს სააკაშვილის დროინდელი აგრესიული პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ ახლა გვინდა, რომ წამოვიწყოთ ფორმატი 3+3, რომელშიც შედის სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა, ასევე თურქეთი, ირანი და რუსეთი. პირველი კონტაქტი შედგა და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ", - ამბობს ლავროვი.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →