—

"პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება" - ენმ-ს თავმჯდომარე EU-ს ელჩს შეხვდა

45
"პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება" - ენმ-ს თავმჯდომარე EU-ს ელჩს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა იყო.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე პირდაპირაა მიბმული ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან, რაც ამ შეხვედრამაც დაადასტურა.

"ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად დამთავრდა.

ცხადია ვისაუბრეთ  ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე და პრობლემებზე, რომელსაც ამ პუნქტების შესრულებისას ვაწყდებით. “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს ყველაფერი არ შეასრულოს" განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილმა. 

ენმ-ს წარმომადგენლების შეხვედრა პაველ ჰერჩინსკისთან პარტიის ცენტრალურ ოფისში, დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.  

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →