—

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არ დგამს სათანადო ნაბიჯებს - ლექსმანი

10
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არ დგამს სათანადო ნაბიჯებს - ლექსმანი
მოსასმენად დააჭირეთ

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს. საკუთარ გამოსვლაში ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ…

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს. საკუთარ გამოსვლაში ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება  არ დგამს სათანადო ნაბიჯებს, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. 

"ბატონი სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ. საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ისინი არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოიმოქმედონ ყველაფერი, რათა გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადადების გარეშე. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს მთავრობა იქნება პასუხისმგებელი, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართება ციხეში",- თქვა ლექსმანმა. [სინქრონული თარგმანი]

ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.   

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →