—

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ

9
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.

დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ჩატარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.  

"ყველამ ვნახეთ, როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, როდესაც ის დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებების მისაცემად. ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი ჯანმრთელობის ძალიან მყიფე მდგომარეობა. ჩვენ მრავალი დოკუმენტი მივიღეთ, რომელშიც მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი გათავისუფლებულ იქნას ჰუმანიტარული მიზეზებით, რათა საზღვარგარეთ გაიაროს სათანადო მკურნალობა.

მისი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა დადასტურებულია მსოფლიოში ცნობილი ნევროპათოლოგების მიერ. გარდა ამისა, გამჟღავნდა მედიკამენტების არასწორი ადმინისტრირების ფაქტები. ამიტომ, მე მოწიწებით გთხოვთ, რომ მიიღოთ ჩვენი თხოვნა და გამართოთ ეს დებატი. ვაყენებთ ამ საკითხს კენჭისყრაზე" - განაცხადა ანა ფოტიგამ ბრიუსელში, ევროდეპუტატებისთვის მიმართვისას. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →