—

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა უნდა ისწავლოს თავისი საზღვრები, საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს

17
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა უნდა ისწავლოს თავისი საზღვრები, საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა .

საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შედგება, რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს თითქმის 15-წლიანი ოკუპაციისგან.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე. რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კაპიტულაციის ფარგლებში, რუსეთის სრულად გასვლის მოთხოვნის გარეშე, „დასავლური სამყარო დაუშვებს მორიგ დიდ შეცდომას – ისეთსავე დიდს, როგორც 2008-სა და 2014-ში დაუშვა“.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →