—

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 20 თებერვალს აქციებს აანონსებს

85
რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 20 თებერვალს აქციებს აანონსებს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქციის გამართვის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაცინვით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს 12:00 საათზე თავისი ქვეყნების დედაქალაქებში პარლამენტთან და მთავრობის სახლებთან უნდა გამოვიდნენ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი არ გაიგონა, ამიტომ 2023 წლის 20 თებერვალს 12:00 საათიდან ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაცინვით, გამოვიდეს იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ცხოვრობს პარლამენტისა და მთავრობის სახლის წინ! ისინი უნდა ჩაერიონ!“,- განაცხადა ფეიგინმა.

ფეიგინი მსგავსი მოწოდებით გასული წლის დეკემბერშიც გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას, საქართველოს საელჩოებთან გლობალური აქციის გამართვა სთხოვა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →