—

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია

36
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად…

ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, როდესაც უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვას, უტარდება თუ არა მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამასთან, მოსამართლემ სააკაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა საკვებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →