—

თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა უკრაინას

12
თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა უკრაინას
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი ხალხით, მისი პრეზიდენტით და დარწმუნებულია გამარჯვებაში:

ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ მიმართვაში.

მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობენ, დისტანციურად, კლინიკა ვივა მედიდან ჩართეს. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →