—

რა თანხას დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად

158
რა თანხას დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად
მოსასმენად დააჭირეთ

ნაწილობრივ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ორი ავიაკომპანია Myways Airlines და Wizzair განახორციელებენ, ბიუჯეტიდან დაახლოებით 261 000 ევრო დახარჯება. მთავრობის 8 ივლისის განკარგულების თანახმად, ფრენების…

ნაწილობრივ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ორი ავიაკომპანია Myways Airlines და Wizzair განახორციელებენ, ბიუჯეტიდან დაახლოებით 261 000 ევრო დახარჯება. მთავრობის 8 ივლისის განკარგულების თანახმად, ფრენების სუბსიდირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოს ავიაკომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

“საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში,”-წერია დადგენილებაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 ივლისს განაცხადა, რომ მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამას აღადგენს, რომელიც საგაგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობდა. მისივე თქმით, თვითმფრინავის ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ.

წყარო: netgazeti

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →