—

კობა ნაყოფია - ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს

13
კობა ნაყოფია - ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს
მოსასმენად დააჭირეთ

კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, რჩება პარტიის რიგით წევრად და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.

“მე ჯერ კიდევ გახლავართ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან, ალბათ, აღარ ვიქნები. ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, მანამდე ვრჩები პარტიაში, ეს გარდაუვალია და არც განიხილება. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის“, - განაცხადა მან "მთავარის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, არჩევნების შედეგად, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →