—

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

9
ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს
მოსასმენად დააჭირეთ

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მეუღლის ოჯახის წევრები მას მუსლიმური ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

სამართალდამცავებს ქმარი დაკავებული ჰყავთ. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ქალმა პროცესზე ფოტომასალა წარადგინა, რომელზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს.

დაზარალებული ამბობს, რომ მასზე ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ის სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო. 

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →