—

კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ იქნება, პოლიტსაბჭო დატოვა მირდატ ქამადაძემაც

10
კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ იქნება, პოლიტსაბჭო დატოვა მირდატ ქამადაძემაც
მოსასმენად დააჭირეთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. მან განცხადება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. მან განცხადება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. 

კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტიაში რჩება.

"ბუნებრივია ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვულოცავ მის გუნდს გამარჯვებას და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნშვნელოვანია ძლიერი ნაციონალური მოძრაობა, სხვა გვარად არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა, მთავარი ოპოზიცური პარტიის გარეშე წარმოუდგენელია. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას, მე ეს ადრეც ვთქვი, ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი ბათუმის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას... მე არსად მივდივარ, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვარ ამ პარტიაში", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

პოლიტიკური საბჭო დატოვა მირდატ ქამადაძემაც, რომელიც პარტიაში რჩება. მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა"ენმ-ის" ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა "ენმ-ის" თავმჯოდმარეობის არჩევნებში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →