—

ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა - WSJ

10
ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა - WSJ
მოსასმენად დააჭირეთ

The wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა. ინფორმაციას მედია აშშ-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ აშშ და ისრაელი ირანის ბირთვული და სამხედრო ამბიციების შესაკავებლად ახალ გზებს ეძებენ.

Reuters-თან საუბრისას პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ს თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ისპაანში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა 28 იანვარს მოხდა. ირანული სამთავრობო მედია წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ შენობის სახურავი დაზიანდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →