—

ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილის განცხადება არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას

47
ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილის განცხადება არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება და ამაზე…

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება და ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

„არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პოლიტიკური ბაქი-ბუქი, ეს არავის გაკვირვებია, ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. მაგრამ მეორე საყურადღებო თემაა, რომ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას.

ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და მათ შორის მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.

„მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: İPN.GE

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →