—

ლევან ხაბეიშვილი- რატი ბრეგაძეს ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება

15
ლევან ხაბეიშვილი- რატი ბრეგაძეს ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება
მოსასმენად დააჭირეთ

რატი ბრეგაძე მ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა ვუთხრა მას და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძე მ, ძალიან მალე მას…

რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა ვუთხრა მას და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, ძალიან მალე მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ერთადერთი მიზეზით არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის მისი „ტყვეობაში დატოვება“.

“ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის, ტყვეობაში დატოვოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია რატი ბრეგაძე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →