—

კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გამოცხადდება

15
კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გამოცხადდება
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია პარტიის მხარდამჭერებსა და გუნდის წევრებს შიდა პარტიულ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია პარტიის მხარდამჭერებსა და გუნდის წევრებს შიდა პარტიულ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განმარტა, არჩევნები ფარული იქნება და ვერასდროს, ვერავინ გაიგებს ვინ - ვის მისცა ხმა.

„28-29 იანვარს ტარდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები. 26 იანვარს, დილით, 10:00 საათზე შეწყდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ დრომდე გამფილტრავი ჯგუფები მუშაობენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც შესაძლოა, ამ სიებში სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად აღმოჩნდნენ, ან არ წარმოადგენენ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პარტიის წევრებს, ან მის მხარდამჭერებს. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ასეთ ადამიანთა რაოდენობა საერთო რიცხვის 2-3%-ს შეადგენს. თუმცა, ესეც საბოლოოდ დღეს გაირკვევა, როცა 10:00 საათზე, ისევ შეიკრიბება საარჩევნო კომისია საბოლოო სიების დასამტკიცებლად, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გადაეგზავნება.

დარეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს, ეს უპრეცედენტოდ მაღალია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ არჩევნების მიმართ. 28 იანვარს, უკვე, დილის 10:00 საათზე არჩევნებს სტარტი მიეცემა, ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც ხმის მიცემას შეძლებდით. ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს.

არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ში, კომისია სწრაფად შეიკრიბება, ვვარაუდობთ, რომ 30-ში, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება. არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამ არჩევნებით წყდება არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხი, არამედ სამომავლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გადმოიბარებს ხელისუფლებას „ქართული ოცნებისგან“, ეს ძალიან მალე მოხდება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები როგორ ჩატარდება და შემდეგ როგორ განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საქმიანობას“, - განაცხადა ნაყოფიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →