—

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

17
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ეს ნიშნავს, რომ მათი თვითმიზანია, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის წარმოება. ყველამ კარგად იცის, თუ რა პოზიციები აქვს ტინი კოქსს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ თავდასხმას. ნახეთ, რომ ამ კანდიდატურის ყველა მხარდამჭერი მოხსენიებული იყო, როგორ კრემლის გეგმების თანამზრახველი, რაც აბსურდია. მით უფრო, რომ ტინი კოქსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ასამბლეის 80%-ზე მეტმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ტინი კოქსს პრორუსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

ტინი კოქსი, ჯამში, 175-მა დეპუტატმა აირჩია, მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს კი მხოლოდ 44 -მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →