—

საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

13
საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე პირველადი განაცხადი საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით…

საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე პირველადი განაცხადი საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 114%-ით მეტია. შესაბამისად, საქართველო, ავღანეთთან, ბანგლადეშთან და თურქეთთან ერთად, იმ ქვეყნების სიაშია აღმოჩნდა, საიდანაც 2022 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იმიგრაციის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის პრეფექტურებში თავშესაფრის შესახებ 137 046 პირველადი განაცხადი, ძირითადად, ავღანეთიდან (17 000 განაცხადი), ბანგლადეშიდან (8 500 განაცხადი), თურქეთიდან (8 500 განაცხადი) და საქართველოდან (8 100 განაცხადი) შევიდა. ამასთან, 19 000-ზე მეტი განაცხადი უარის გადახედვას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 3 785-მა მოქალაქემ ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 93 განაცხადი დაკმაყოფილდა.

უწყების ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 31,3%-ით გაიზარდა.

გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა ბინადრობის მოწმობების გაცემაც. პირველივე მოთხოვნით 320 000 განაცხადი დაკმაყოფილდა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 17%-ით მეტია. აქედან 108 000-ზე მეტი ქვეყანაში ჩასული სტუდენტია.

ამასთან, 2021 წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ლეგალიზებული არალეგალი იმიგრანტების რაოდენობაც: 2022 წელს ფრანგული დოკუმენტაცია 34 000-ზე მეტ პირს გადაეცა.

ასევე, გაიზარდა წარმომავლობის ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვიც: 2022 წელს საფრანგეთიდან თავის ქვეყანაში 15 396 იმიგრანტი დაბრუნდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 000 კაცით მეტია. მათი უმეტესობა ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირიებული პირები არიან, რაც, პირველ რიგში, უცხოელ კრიმინალებს შეეხო.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →