—

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

18
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე საოკუპაციო ძალებმა იერიშები გაააქტიურეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო…

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე საოკუპაციო ძალებმა იერიშები გაააქტიურეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა, სამიზნეში მოექცა კიევის ოლქი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული საავადმყოფოშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში. ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქში ორი ელექტროსადგური დაზიანდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აზოვის პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით.

„ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას. დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების კიდევ ერთ მასირებულ სარაკეტო იერიშს, დარტყმას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველაფერს, რასაც პარტნიორებს ვეუბნებით: ამ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტი სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე; იარაღი, რომელიც დაიცავს ჩვენს ცას. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები – უფრო სწორად, პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი, ასევე იურიდიული იარაღი; ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულის დასასჯელად და ანაზღაურდეს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანი, რუსული აქტივების ხარჯზე. ყოველი რუსული რაკეტა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ყოველი ირანული დრონი, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, არის არგუმენტი, რატომ გვჭირდება მეტი იარაღი. ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

(imedinews.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →