—

ამერიკაში ფრენების დაწყებას ივნისში ვაპირებთ - გიორგი კოდუა

12
ამერიკაში ფრენების დაწყებას ივნისში ვაპირებთ - გიორგი კოდუა
მოსასმენად დააჭირეთ

„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“,-ამის შესახებ BMG-ს „ეარ ჯორჯიაში“ განუცხადეს. გიორგი კოდუას თქმით, შესაძლოა, კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს. საქმე ისაა, რომ „ეარ ჯორჯია“ უკვე…

„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“,-ამის შესახებ BMG-ს „ეარ ჯორჯიაში“ განუცხადეს. გიორგი კოდუას თქმით, შესაძლოა, კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს.

საქმე ისაა, რომ „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. მისი თქმით, დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

''საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, -აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.

ამასთან, კოდუა აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.

"თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში, ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა'',-აცხადებს გიორგი კოდუა.

BMG-ს კითხვაზე, როგორ განხორციელდება ფრენები, გიორგი კოდუა აცხადებს: „ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი“.

(Business Media)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →