—

თეა წულუკიანი: სააკაშვილი არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი

16
თეა წულუკიანი: სააკაშვილი არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი
მოსასმენად დააჭირეთ

თეა წულუკიანი მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბოუდერის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია, რომელმაც სასჯელი უნდა მოიხადოს და ამას სიების შედგენა ვერ უშველის.

„ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ. მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ“, - განახადა წულუკიანმა.

„მაგნიტსკის აქტის“ თანაავტორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თხოვნით ქართულ სიაზე მუშაობს, საკითხებს მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან ათანხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბილ ბროუდერი ავრცელებს და წერს, რომ ის თემურ ალასანიას და სააკაშვილის უცხოელ ადვოკატს შეხვდა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →