—

რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია

12
რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია
მოსასმენად დააჭირეთ

ლუგანსკის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო იმ უკრაინელი კაცების მობილიზება, რომლებიც დეპორტირებული იყვნენ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ამავე ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ უკრაინის მსჯავრდებული მოქალაქეების რეკრუტირებას, სამხედრო კომპანია „ვაგნერში“.

 ადმინისტრაციის ინფორმაციით,   უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

როგორც ლუგანსკის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაცია იტყობინება, რეგიონში ყველაზე დიდი დახურული სპორტული არენა სავსეა დაჭრილი რუსებით და ამჟამად იქ 600-ზე მეტი ბოევიკის გადარჩენას ცდილობენ.

ასევე, რუსებს პრობლემები აქვთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ხელმძღვანელობასთან, რადგან მათ აღარ ენდობიან და ადგილზე "ოფიციალური პირები" რუსეთიდან ჩაჰყავთ. 

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →