—

შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

11
შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, ინვესტიციებს, თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის პოზიტიურ კავშირებს, მათ შორის, 2022 წელს მეგობრობის ჯგუფებს შორის ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას.

ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში საქართველოში.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →