—

„თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად"

73
„თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად"
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით იწყება ახალი პროგრამა „იმოგზაურე საქართველოში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით იწყება ახალი პროგრამა „იმოგზაურე საქართველოში“.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ხელახლა აღმოაჩინოს საქართველო.

„თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, მივეხმაროთ დარგს, მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყო მნიშვნელოვანი შეუმსუბუქდეთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები“, – განაცხადა გახარიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →