—

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა | კერი კენედი

10
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა | კერი კენედი
მოსასმენად დააჭირეთ

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა" - ამის შესახებ განცხადებას რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დირექტორი, კერი კენედი…

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა" - ამის შესახებ განცხადებას რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დირექტორი, კერი კენედი ავრცელებს.

კენედი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.

"ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მისი შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე - როგორც ამას ქვეყნის სახალხო დამცველი ადასტურებს. ისევე როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობასაც აქვს ვალდებულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დაიცვას ყველა პატიმრისა ღირსება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გაეროს ნელსონ მანდელას წესებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ზომების შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა და დაგვარწმუნოს, რომ მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რაც, როგორც ჩანს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის" - წერს კერი კენედი.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →