—

მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არც ყოფილა - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

10
მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არც ყოფილა - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე
მოსასმენად დააჭირეთ

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ იგეგმება. მისივე თქმით…

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ იგეგმება. 

მისივე თქმით, ინფიცირების წყაროს უცნობია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

 "სტაბილურია მისი მდგომარეობა. სიმპტომები რაც არის კოვიდისთვის დამახასიათებელი, მსუბუქი ფორმისთვის უფრო. შეიკრიბა კონსილიუმი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი პარამეტრები, ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ განყოფილებაში გადაყვანას. დაინფიცირებასთან დაკავშირებით მუშაობს ამაზე ჩვენი ეპიდენიოლოგიური სამსახური, გაიტესტა უმრავლესობა და პასუხი ყველასი უარყოფითია, ვინც დარჩენილია სხვებიც გაიტესტებიან", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →