—

გიორგი გახარია - რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე

66
გიორგი გახარია - რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ჩვენ გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტის ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე, – ამის შესახებ საქართველოს…

დღეს ჩვენ გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტის ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფ დროში.

„ვიდრე ეს მოხდება და შემდგომაც ეს გაგრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოელი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც პირობები მოქალაქეების მგზავრობის, ასევე ამ უსაფრთხო ქვეყნების სიის, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა გლობალურად პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო: 1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →