—

რუსთავში 11 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა

12
რუსთავში 11 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში 11 წლის ბიჭი დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა, XX მიკრორაიონში, საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ინფორმაციით, ბავშვმა უეცრად გონება დაკარგა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ადგილზე გაწეული პირველადი დახმარების მიუხედავად, ბავშვი, "კლინიკა რუსთავში" უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

"სასწრაფოს ექიმს დაწყებული ჰქონდა რეანიმაციული ღონისძიებები, ჩვენ გამზადებული დავახვედრეთ შოკის დარბაზი და გაგრძელდა ჩვენთან რეანიმაცია, პროცესი გრძელდებოდა 1 საათი და 52 წუთი. გულის პირდაპირი მასაჟი, მედიკამენტოზური მხარდაჭერა, ყველაფერი ჩავატარეთ, გული 5 წუთით ამუშავდებოდა მერე ისევ ჩერდებოდა. სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს - აცხადებს "კლინიკა რუსთავის" მორიგე ექიმი, ლია ქორთიაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →