—

მარნეულელი მშვილდოსანი გოგონა, სალომე ხარშილაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია

37
მარნეულელი მშვილდოსანი გოგონა, სალომე ხარშილაძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და…

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა, სალომე ხარშილაძემ და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„მიღწეულ შედეგს ვულოცავ ჩვენს სპორტსმენს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ!

მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. საამაყოა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი წარმატება გვაქვს.

მარნეულის მერია მაქსიმალურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →