—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რჩევაა, წინასაარჩვენო კამპანია დისტანციის დაცვით და ღია სივრცეებში ჩატარდეს

60
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რჩევაა, წინასაარჩვენო კამპანია დისტანციის დაცვით და ღია სივრცეებში ჩატარდეს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი პირადი რჩევაა, რომ საარჩევნო კამპანია ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს და ასევე, დაცული უნდა იყოს დისტანცია. ამით მან უპასუხა…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი პირადი რჩევაა, რომ საარჩევნო კამპანია ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს და ასევე, დაცული უნდა იყოს დისტანცია. ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ მოუწევთ კანდიდატებს პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

მისივე თქმით, ამჟამად აღნიშნულის თაობაზე მუშობა მიმდინარეობს.

„მე პირადად, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩართული ვიყავი. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ეს დაკონკრეტდება მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. ზოგადი რეკომენდაციები იქნება, რასაც ხშირად ვსაუბრობთ - დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და თუ გარკვეული თავშეყრის ჯგუფი იქნება, იქ რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და ალბათ იქნება ცნობილი.

ჩემი პირადი რჩევაა - ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვა და ღია სივრცეებში ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, ნაკლებად - დახურულ სივრცეებში“, - აცხადებს გამყრელიძე.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →