—

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის - ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს

62
გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის - ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს
მოსასმენად დააჭირეთ

ფაქტო ბრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის…

ფაქტობრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და „ერთ დღეში ისევ 1 კილოგრამი დაკარგა“.

„ძალიან ცუდად არის, ძალიან. ეს ყველაფერი იწელება და ერთი სხდომა, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის დაკითხვას უნდება - ერთი 100 კაცი კიდევ ჰყავთ დასაკითხი და ყოველდღე სხდომებია. ეს რას ნიშნავს? ესე იგი უნდათ, რომ მოკლან, მე მეტი დასკვნა არ მაქვს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →