—

მიხეილ სარჯველაძე - საგარეჯოს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს - სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი

11
მიხეილ სარჯველაძე - საგარეჯოს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს - სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი
მოსასმენად დააჭირეთ

სულ ახლახან პარლამენტში, პერიპეტიები ახლდა იარაღის ბრუნვის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტს - განხილვის დროს პოპულარული იყო იმაზე საუბარი, რომ იარაღის ბრუნვის კუთხით მეტი თავისუფლება უნდა იყოს…

სულ ახლახან პარლამენტში, პერიპეტიები ახლდა იარაღის ბრუნვის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტს - განხილვის დროს პოპულარული იყო იმაზე საუბარი, რომ იარაღის ბრუნვის კუთხით მეტი თავისუფლება უნდა იყოს - ხელისუფლების დამოკიდებულება ამ მიმართულებით შეზღუდვების დაწესებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიიდან დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, თუმცა მსჯელობა იმ მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომელიც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ყველა სახელმწიფო ზრუნავს, თუ რა შეიძლება იყოს საპრევენციო ზომა და ღონისძიება, რათა ასეთი ტრაგედიები თავიდან იყოს აცილებული. სულ ახლახან პარლამენტმა კანონი მიიღო და იარაღის ბრუნვის კუთხით შეზღუდვები დააწესა. საგარეჯოს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს და ახალი აქციები დაიგეგმოს. სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი. სახელმწიფოს საკმაოდ ფართო და მაღალი დონის სერვისები აქვს შეთავაზებული, მათ შორის ყოფილი სამხედროებისთვის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. სახელმწიფოს მხრიდან ეს მიმართულება საკმაოდ დაფასებული და ყურადღებამიქცეულია. რა შეიძლება გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს, ეს მსჯელობის საგანია. ამ ყველაფერს მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვება დაგვანახებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

20 იანვარს, ღამით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. მან ეზოში მყოფი მოქალაქეები მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →