—

ამირან გამყრელიძე - როცა რეგულაციებს ვამსუბუქებთ, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს, კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს, ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით

80
ამირან გამყრელიძე - როცა რეგულაციებს ვამსუბუქებთ, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს, კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს, ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით
მოსასმენად დააჭირეთ

კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე…

კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემსუბუქებას, საზღვრების გახსნას გარკვეული რისკი მოჰყვება, მაგრამ სისტემა მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გაანეიტრალოს.

„კოვიდპასპორტი ზოგიერთმა ქვეყანამ დაადგინა, ზოგიერთმა - არა. უნიფიცირებული მიდგომა ამაზე ჯანმოს ან NCDC-ის რეკომენდაციებით არ ყოფილა. ქვეყნების გადასაწყვეტია, ისინი კოვიდპასპორტს დაადგენენ თუ არა ქვეყანაში შემომსვლელებზე.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა რისკი შეზღუდვების მოხსნაზე, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვამსუბუქებთ რეგულაციებს, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს. ამაზე ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით. თანდათან ეს შემსუბუქებები მოიხსნა და ეკონომიკის ყველა სფერო ქვეყანაში ამუშავდა. რა თქა უნდა, ყველა შემსუბუქებას გარკვეული რისკი მოჰყვება ამიტომაც სისტემა მზად უნდა იყოს და მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ. ანუ ბალანსი დავამყაროთ ეკონომიკის გახსნასთან, თავისუფლებასთან და ინფექციასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →