—

სამი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, 21 წლის პირი კრიტიკულად მძიმეა - "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმი

12
სამი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, 21 წლის პირი კრიტიკულად მძიმეა - "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმი
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საგარეჯოში "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში რჩებიან.

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საგარეჯოში "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში რჩებიან. 

კრიტიკულია კლინიკაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტის, 21 წლის პირის მდგომარეობა.

დაჭრილთაგან ერთი პირი კი თბილისში გადაიყვანეს. 

"ოთხ პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია, სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, რომელიც განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. კრიტიკულად მძიმე პაციენტს დაზიანებები აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მცლის ღრუში და ქვედა კიდურის მიდამოში", - თქვა ექიმმა. 

მისივე განცხადებით, გამოძიებას დაჭრილებმა ჩვენება უკვე მისცეს.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

(მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →