—

ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიების მიხედვით PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს

77
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიების მიხედვით PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს
მოსასმენად დააჭირეთ

კერძო ლაბორატორიებში PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარამდეა , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ რა დაუჯდებათ საქართველოში შემოსულ პირებს…

კერძო ლაბორატორიებში PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარამდეა , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ რა დაუჯდებათ საქართველოში შემოსულ პირებს ტესტის ჩატარება.

ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული ჯგუფების ტესტირებაზე 150 ლარი იხარჯება, კერძო ლაბორატორიების შემთხვევაში კი ფასები განსხვავებულია.

„ლაბორატორიების მიხედვით PCR ტესტის ღირებულება მერყეობს 150, 180, 250 ლარის ფარგლებში. სახელმწიფო ტარიფი, რითაც დღეს ტესტირებას აფინანსებს სახელმწიფო და მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამით ადამიანებისთვის ეს უფასოა კონტაქტირებულებისთვის, საკარანტინე სივრცეებში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა ჯგუფებისთვის, სახელმწიფო ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიებს, მაშინ მომსახურების ღირებულება 50 ლარია, თუმცა ამაში არ შედის ნაცხის აღების ან სახლში მისვლის შემთხვევაში საფასური“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →